„მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი“ - ზვიად ძიძიგური
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 19:44
„მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი“ - ზვიად ძიძიგური

ქალბატონი სალმე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და პრინციპების ერთგული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ხობში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სადაც სალომე ზურაბიშვილია, იქ არის „კლდე და დაცული ხარ“.

„არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადოების წინააღმდეგ არ წავა, პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ- ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგზოგიერთებს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ყველას მოგიწოდოთ, რომ 28 ოქტომბერს გადავდოთ ჩვენი საქმეები, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ხმა მოივცეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ტეგები