საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 20:18
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების  შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტად იმყოფება აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა უმასპინძლა.

„მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი თბილისში იმყოფება. ყოველთვის დიდი სითბოთი ვხვდებით აზერბაიჯანელ მოძმე ერს, ჩვენს კოლეგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობს და ინტენსიფიცირებულია განსაკუთრებით ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო ურთიერთობა გვექნება მომავალში როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო დონეზე“, - განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა გიორგი მოსიძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანის და საქართველოს დელეგაციები საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ასევე, მთლიანად რეგიონისთვის.


შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან გიორგი მოსიძე, შოთა შალელიშვილი და მახირ დაზიევი მონაწილეობდნენ.

ტეგები