იტალიაში, ქალაქ ბარიში, სავარაუდოდ, ქართველი ემიგრანტი მოკლეს
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 00:53
იტალიაში, ქალაქ ბარიში, სავარაუდოდ, ქართველი ემიგრანტი მოკლეს

baritoday.it -ს ცნობით 18 ოქტომბერს, საღამოს იტალიის პოლიციამ ქ.ბარიში, სან-ნიკოლას მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. საინფორმაციო საშუალების ცნობით – რომელსაც ბარიში მაცხოვრებელი, ადგილობრივი საემიგრაციო ორგანიზაციის ქართველი თანამშრომელი ფიქრია კუჭუხიძეც ადასტურებს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 31 წლისაა და სავარაუდოდ, მოკლულია, ვინაიდან სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ინფრომაციას იტალიაში ქართველ ემიგრანტთა პორტალი diaspora,ge ავრცელებს

ტეგები