ინფორმაცია რომ ლუგარის ლაბორატორიაში ცდები ტარდება, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული - ზურაბ აბაშიძე
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 11:20
 ინფორმაცია რომ ლუგარის ლაბორატორიაში ცდები ტარდება, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული - ზურაბ აბაშიძე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ლუგარის ლაბორატორიაში გენეტიკური ცდების ჩატარების შესახებ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე პასუხობს და აცხადებს, რომ ის ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

მისი თქმით, ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალეა.

ამასთან, აბაშიძის განმარტებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით, ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდეს.

„რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამ ცენტრში ტარდება, რაღაც დახურული ცდები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ნოემბრის შუა რიცხვებში იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ მიუხედავად მოწვევისა უარი განაცხადა,“-ამბობს ზურაბ აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საგანგაშო იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე.

ტეგები