სალომე ზურაბიშვილი, როგორც ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში პოლიტიკური წონასწორობის გარანტი - ნინო წილოსანი
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 13:17
სალომე ზურაბიშვილი, როგორც ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში პოლიტიკური წონასწორობის გარანტი - ნინო წილოსანი

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ზოგიერთი კანდიდატისა თუ პარტიული ძალის მცდელობა, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, დაპირიპირება, შანტაჟი და შიში, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდით, გვტკიოდა უნდა დასრულდეს.

ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია, სიბნელეს უნდა ვარჩიოთ ნათელი სახე, ოკუპანტის ერთგულ მსახურს, როგორებიც ზოგიერთი ოპონენტები არიან, უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, ისეთი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. ძალადობას და არეულობას უნდა ვარჩიოთ სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი!", - აღნიშნა წილოსანმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტობერს გაიმართება.

ტეგები