"როგორ ვიქნები. ცოტა მეგრელია ირგვლივ" - შეწუხებული გიორგი გახარია (ვიდეო)
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 14:02

სოციალურ ქსელში ფოთში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ჟურნალისტები ესალმებიან. ვიდეოს გამოცემა stv.ge ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ არის მინისტრი, გახარია მწუხარებით ამბობს - „ როგორ ვიქნები. ცოტა მეგრელია ირგვლივ”.

შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის მთავრობამ „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა.

ტეგები