ლეგალიზაციის პირველსავე დღეს, კანადის მაღაზიებში მოსაწევის მარაგი ამოიწურა
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 16:46
ლეგალიზაციის პირველსავე დღეს, კანადის მაღაზიებში მოსაწევის მარაგი ამოიწურა

ლეგალიზაციის პირველსავე დღეს, კანადის ბევრმა მაღაზიამ მოსაწევის მარაგი სრულად ამოწურა და მფლობელებმა ზუსტად არ იციან, თუ როდის შეძლებენ მარიხუანას მარაგის ხელახლა შევსებას. ამის შესახებ at.ge წერს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველანაირი ჯიშის მწეველები მთელი დღის განმავლობაში ან ინტერნეტ მაღაზიებში იყვნენ შესული, ან საათობით იცდიდნენ გარეთ რიგში იმისთვის, რომ ლეგალური მარიხუანა ეყიდათ. მაღაზიებმა იცოდნენ რომ ლეგალიზაციის პირველ დღეს მოთხოვნა ძალიან დიდი იქნებოდა, ამიტომ ყველანაირი პროდუქცია მოიმარაგეს – ბონგებიდან დაწყებული, შეხვეული “მასტერკებით” დამთავრებული.

და მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.

„ცოტა არ იყოს შოკში ვარ იმისგან, რომ ყველაფერი ასე მალე გავყიდე“ განუცხადა სი-ბი-ეს-ს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ფლობელმა. „ახლა ბევრ ადამიანს ვუცრუებ იმედს, რადგან ჩვენ გვეგონა, რომ ყველას, ვისაც გადახდა შეეძლო, კანაბისის შეძენის საშუალება ექნებოდა“.

იგივე ბედი ეწიათ ონლაინ მაღაზიებსაც. გაყიდვების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში ბევრმა მათგანმა საკუთარი მარაგი მთლიანად ამოწურა. ქალაქ ვინიპეგის ერთ-ერთმა მაღაზიამ უკვე დილით ადრევე გაყიდა 50 ათასი დოლარის საქონელი და ვაჭრობა დროებით შეწყვიტა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მარიხუანას მყისიერი დეფიციტი მთლად მოულოდნელი არ ყოფილა მათთვის, ვინც ამ საკითხს სათანადოდ იკვლევდა. University of Waterloo და the C.D. Howe Institute ჩატარებული კვლევების მიხედვით ასკვნიდა, რომ კანადას მთლიანად შეეძლო მომხმარებლისთვის 210 ტონა მარიხუანას მიწოდება, მაშინ როცა მოთხოვნა 610 ტონას წარმოადგენდა. ამ ყველაფერს ზედ დაერთო კანადის ფოსტის გაფიცვაც.

მიუხედავად ამისა, Vice ვარაუდობს, რომ მაღაზიები მარაგის შევსებას შაბათ-კვირამდე შეძლებენ.“

 

ტეგები