სალომე ზურაბიშვილი არის პრინციპული ადამიანი და უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს - ირაკლი ხახუბია
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 17:17
სალომე ზურაბიშვილი არის პრინციპული ადამიანი და უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს - ირაკლი ხახუბია

სალომე ზურაბიშვილი არის პრინციპული ადამიანი და უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ხახუბიამ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ფოთელებისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენს ქალაქში ნიკო ნიკოლაძეობა აღინიშნება. სასიხარულოა, რომ სწორედ დღეს, ჩვენთან ერთად, ქალბატონი სალომე ბრძანდება. ქალბატონი სალომე, მოგეხსენებათ, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია. იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ჩვენი ქალაქი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პირველი ნათურა საქართველოში აინთო ქალაქ ფოთში. ეს იყო დიდი ნიკო ნიკოლაძის დამსახურება. მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული ფოთის პორტი, რკინიგზა. მისი 18 წლიანი მერობის განმავლობაში გაშენდა ეს ქალაქი, რომელიც იყო ჭაობიანი. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით აისახა ასეთი პატარა, ლამაზი ქალაქი მსოფლიო რუქაზე.

რაც შეეხება თავად ქალბატონ სალომეს, იგი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას!", - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ტეგები