ქუთაისში, მატჩის მიმდინარეობისას, მოედნის სარწყავი სისტემა ჩაირთო (ვიდეო)
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 20:34

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მატჩის მიმდინარეობის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო. ინფორმაციას ინტერნეტპორტალი “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ინციდენტის დროს სტადიონზე შოთა ბაბუნაშვილის გაცილებისადმი მიძღვნილი მატჩი მიმდინარეობდა. მოულოდნელად, სარწყავი სისტემა ამოქმედდა და წყალმა ფეხბურთელები და მაყურებლები დაასველა.

გუნდის სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ სტადიონზე სარწყავი სისტემა შემთხვევით ჩაირთო და მიზეზები ზუსტდება.

 

ტეგები