არჩილ გამზარდია პოლიტიკაში მიდის
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 20:59
არჩილ გამზარდია პოლიტიკაში მიდის

არჩილ გამზარდია პოლიტიკაში მიდის. გადაწყვეტილების ესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

"მეგობრებო, მოკლედ, რაც "ქართული ოცნებისგან" რეპრესირებული აღმოვჩნდი, კიდევ უფრო აქტიურად დავუბრუნდი საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტოლოგის და აქტიური მოქალაქის რანგში.

დამატებით ვფიქრობ, როგორ შეიძლება შევქმნა ცოტა ატიპური, ერთგვარად დამოუკიდებელი პოლიტიკოსის პლატფორმა, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ცოტა ატიპური და უჩვეულო ფორმაა, თუმცა, მომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ალბათ ამ მიმართულებით წავიყვან - პოლიტოლოგის და დამოუკიდებელი პოლიტიკოსის კონტექსტში.

დანარჩენს დრო აჩვენებს. საკუთარ თავზე სამუშაო ძალიან ბევრია - იდეოლოგია, პოლიტიკური პლატფორმა, ფასეულობები, პოზიციები და ა. შ.

თანდათანობით ჩამოვყალიბდები და დავზუსტდები.

დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის", - წერს ფეისბუქ გვერდზე გამზარდია.

ტეგები