20 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2018 21:57
20 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მატერიალურ დახმარებას მშობლები, ნათესავები გაგიწევენ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახური ვალდებულებების შესრულებას. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი.

კურო
ნუ იქნებით ჭირვეული და ჯუჯღუნა. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, განწყობა. საღამოს ესტუმრეთ მეგობრებს.

ტყუპი
ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, ვალდებულებები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას.

კირჩხიბი
დღეს თქვენ გვერდით თავს ყველა მშვიდად და დაცულად გრძნობს. უმჯობესია, ეს დღე ბუნებაში გაატაროთ.

ლომი
დღევანდელს დღეს ის ადამიანები შემოიკრიბეთ, ვისთანაც თავს მშვიდად გრძნობთ. საღამო მყუდრო, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
კარგი დღეა საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. არ გაგიკვირდეთ, თუ რჩევისთვის (ონლაინაც) ხშირად მოგაკითხავენ.

სასწორი
შეხვედრების, გულითადი საუბრების, დროის პოზიტიურად გატარების დღეა. სიურპრიზები და საჩუქრები გელით.

მორიელი
ნუ ხართ ასკეტური და თავშეკავებული. გაერთეთ, დაისვენეთ. საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვით.

მშვილდოსანი
მშვიდი და კომფორტული დღე გელით. შეგიძლიათ თქვენი შესაძლებლობები გამოავლინოთ კულინარიაში, ტექნიკისა და მედიცინაში.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ ბავშვთან ურთიერთობას. გამონახეთ დრო სპა-პროცედურებისთვის. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მერწყული
შეიქმენით მყურდო გარემო სახლშიც და სამსახურშიც. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან.

თევზები
დღეს ხან ძალიან გულუხვი იქნებით, ხან ძალიან მომჭირნე. გააბედნიერეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. მოუწყვეთ მათ დღესასწაული.

ტეგები