საუდის არაბეთმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის სიკვდილი დაადასტურა
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2018 10:17
საუდის არაბეთმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის სიკვდილი დაადასტურა

საუდის არაბეთმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის სიკვდილი დაადასტურა. როგორც გენერალური პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტი საკონსულოში დაიღუპა ჩხუბის და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად.

შეგახსენებთ, რომ ჰაშოგი სტამბულში, საუდის არაბეთის საელჩოში განქორწინების საბუთების გამო შევიდა. ის რამდენიმე წელია უკვე ემიგრაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა და მემკვიდრე პრინცის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ამ გაუჩინარებამ საკმაოდ დაძაბა ურთიერთობები აშშ-სა, თურქეთსა და ს.ა.-ს შორის.

როგორც პროკურორმა განაცხადა, პრინც მუჰამედ-იბნ -სალმან -ალ-საუდის უახლოესი გარემოცვის თანამდებობის პირები გათავისუფლებულია დაკავებული პოსტებიდან, აგრეთვე პატიმრობაშია აყვანილი ის 18 ოფიცერი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა. ეს არის პირველი შემთხვევა როცა საუდის არაბეთის მიერ აღიარებული იქნა ჟურნალისტის მკვლელობა.