ბათუმში, დედამ მცირეწლოვანი შვილი გაყიდა
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2018 11:36
ბათუმში, დედამ მცირეწლოვანი შვილი გაყიდა

“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის მტკიცებით, ბათუმში, დედამ  შვილი გაყიდა. მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა, დაახლეობით 2 თვის შვილი ფულის სანაცვლოდ სხვას მიჰყიდა.  დღეს ადგილზე მისულებს კი, მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  პოლიცა გამოიძახა.

„რადგან ოჯახი აქ აღარ დაგვხვდა, პოლიციას შევატყობინე. როგორც გვითხრეს, მისამართი შეიცვალეს და მიმდებრედ, სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად,“ - აცხადებს ღოღობერიძე.

შსს- მ ბავშვის გაყიდვის შეტყობინებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

 

 

წყარო