თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2018 12:34
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალს, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა, სწარაფად მიმავალი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.