ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული კიდევ 2 პირი გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2018 14:36
ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული კიდევ 2 პირი გაათავისუფლეს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან კიდევ 2 გაათავისუფლეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი პირი მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

აქედან ერთს გატაცების გარდა ბრალად ედება​ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებულს – ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა.

ამირან დეკანოიძის გატაცებული შვილი გიორგი დეკანოიძე, 18 ოქტომბერს, სპეცოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს. 

მოსკოვში მცხოვრები ცოლ-ქმარი საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. კაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.