21 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2018 20:34
21 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დასვენების და სიზარმაცის განწყობაზე ხართ. მოერიდეთ გაუგებრობებს საქმეებში, ურთიერთობებში. დაისახეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. 

კურო

მუშაობა თქვენს განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სიფრთხილე გმართებთ ფულთან და საყიდლებთან დაკავშირებულ საქმეებთან. 

 

ტყუპი

ეცადეთ, არ გაებათ მახეში. მინიმუმამდე შეამცირეთ აქტიურობა და მეტად დაისვენეთ. ნუ მიიღებთ ძლიერმოქმედ წამლებს. 

 

კირჩხიბი

თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. სანამ რამეს გააკეთებთ, ან გაემგზავრებით, დარწმუნდით, რომ სწორად იქცევით. 

 

ლომი

არ წამოეგოთ პროვოკაციას, ნუ დაუჯერებთ აქციას (საყიდლის, მგზავრობის), უცხო ადამიანებს. 

 

ქალწული

ნუ ეცდებით ახალი იდეების განხორციელებას. განსაკუთრებით საღამოს. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. 

 

სასწორი

ნუ ენდობით საეჭვო ხალხს, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. საღამოს თავგადასავალი და გარემოს შეცვლა მოგინდებათ. 

 

მორიელი

იდეების განხორციელება გაგიჭირდებათ და აზრთა სხვადასხვაობის გამო შეიძლება პარტნიორსაც წაეჩხუბოთ. თუ სიტუაცია საეჭვოდ გეჩვენებათ, გაერიდეთ. 

 

მშვილდოსანი

სასიამოვნო, რომანტიკულ განწყობაზე ხართ. ეცადეთ, გულუბრყვილობის გამო არ გაეხვიოთ აფერისტებს ხაფანგში. 

 

თხის რქა 

ნუ ეცდებით ახალი კომპიუტერული პროგრამის ათვისებას, ახალი საქმეების, მკურნალობის დაწყებას. ნუ დაუშვებთ შეცდომებს ურთიერთობებში. 

 

მერწყული

მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაისახვათ. მეტად დაისვენეთ. ახალი იდეები ჩანიშვნასა და თანამოაზრეებთან ერთად განხილვას საჭიროებს. 

 

თევზები

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის ჭირვეულობას, პრეტენზიებს. ნუ ეცდებით კარდინალურ ცვლილებებს ურთიერთობაში, საქმეებში, ინტერიერში.