ბარსელონის მერიასა და საგრადა ლა ფამილიას სამეურვეო საბჭოს შორის ისტორიული შეთანხმება შედგა
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2018 23:52
ბარსელონის მერიასა და საგრადა ლა ფამილიას სამეურვეო საბჭოს შორის ისტორიული შეთანხმება შედგა

ბარსელონის მერიასა და საგრადა ლა ფამილიას სამეურვეო საბჭოს შორის ისტორიული შეთანხმება შედგა. მეურვეები მშენებლობის ლეგალიზაციისთვის 36 მილიონი ევროს გადაიხდიან.

ტაძარი, რომელიც გენიალურ ანტონიო გაუდის ეკუთვნის და 1882 წელს ჩაეყარა საფუძველი დღემდე უკანონო მშენებლობა იყო. ბარსელონის მერმა ამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა.

გაუდის წმინდა ოჯახის სახელობის ტაძარი ბარსელონაში თითქმის ორი საუკუნეა შენდება. იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაში აქვს შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ქალაქის ბიუჯეტში გადახდილი თანხა ტაძრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.