ბოტანიკურ ბაღში პურის პირველი ფესტივალი იმართება
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 11:07
ბოტანიკურ ბაღში პურის პირველი ფესტივალი იმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პურის პირველ ფესტივალს მართავს. ის ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურები, ასევე ქართული და უცხოური პური რომელსაც საქართველოში აწარმოებენ. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის პრესსამსახური იტყობინება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში მოქმედ პურის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.

არსებული ცნობით, ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება. სწორედ ამან განაპირობა ფესტივალის იდეის წარმოშობა.

პურის ფესტივალი 20 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.

ტეგები