ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 12:37
ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიიღეს.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 300 გრძივი მეტრის ფართობზე, დაკარგული ნიშნულების აღდგენაც მოხდა, რის შემდეგაც, ტერიტორიაზე 33 ძირი აკაცია დაირგო.

„ჩვენთვის ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რაიონში ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით, სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც ჩატარდა. ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში 100-ზე მერი ხე-მცენარე დაირგო. 

ტეგები