ყატარის დედაქალაქის ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 16:12

ყარატის დედაქალაქში, დოჰაში 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 84 მმ შეადგინა, რის გამოც ქალაქის ქუჩები დატბორილია. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ზოგიერთ რაიონში კი, მხოლოდ ერთ საათში 61 მმ დაფიქსირდა. დედაქალაქში შეფერხებულია გზებზე გადაადგილება. ასევე, გადაიდო ფრენები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო სამუშაო კვირის განმავლობაში, დახურული იქნება სამთავრობო შენობები და სასწავლო დაწესებულებები. 

ტეგები