აზერბაიჯანელი კომპოზიტორი დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 19:14
აზერბაიჯანელი კომპოზიტორი დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელი კომპოზიტორი ჯავანშირ გულიევი მუსიკოს დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს და თავის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. პოსტზე მიბმულია გულიევისა და ხუჯაძის სიმღერები.

გულიევი ამბობს, რომ დათო ხუჯაძემ მისი სიმღერიდან "YARIM GİLƏ" მელოდია მოიპარა და თავის ერთ-ერთ სიმღერაში გამოიყენა.

აზერბაიჯანელი კომპოზიტორის თქმით, მან ეს სიმღერა 1991 წელს, რეჟისორ რამიზ მირზოევის შვილის ქორწინების საპატივსაცემოდ დაწერა.

"იმედი მაქვს, რომ ადამიანს, რომელიც ამ სიმღერის ავტორობისს პრეტენდენტია, აქვს ღირსება, რომელიც ქართველ ხალხს ყველასგან გამოარჩევს და ამ ორი ვიდეოს ნახვის შემდეგ, სულ მცირე გაიაზრებს თავის "ქურდობას" და ბოდიშს მოიხდის", - წერს ჯავანშირ გულიევი Facebook-ზე.

დათო ხუჯაძის თქმით, ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ დაწერა, ტექსტი მას ეკუთვნის, მუსიკის ნაწილი კი რომელიც აზერბაიჯანელი კომპოზიტორისას ჰგავს, ეგონა, რომ აზერბაიჯანული ფოლკლორის ნაწილი იყო.

ხუჯაძე აცხადებს, რომ ამ სიმღერას მისი ახალი ალბომიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ამოიღებენ. ამასთან, ხუჯაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანელმა კომპოზიტორი თანამხაა, რომ სიმღერა დარჩეს ალბომში, მხოლოდ მისი სახელი და გვარი მიეწეროს, თუმცა ხუჯაძემ ამაზე უარი თქვა.

წყარო: იმედინიუსი

ტეგები