ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო ზედამხედველობაზე ისაუბრა
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 20:35
ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების  საპარლამენტო ზედამხედველობაზე ისაუბრა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა: “ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე”.

ეკა ბესელიამ ისაუბრა საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულელიერებისთვის რეკომენდაციები და სამომავლო ნაბიჯები.

2016 წელს ეკა ბესელიამ მოამზადა საქართვეოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ცვლილებით შიქმნა პარლამენტის ზედამხედველობის მექანიზმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის კუთხით.

შეხვედრა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ – ფარგლებში, ბორჯომში გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.​

ბესელია.JPG

Screenshot_4.png

Screenshot_3.png

Screenshot_2.png

Screenshot_1.png

ტეგები