მიხეილ გორბაჩოვი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 23:27
მიხეილ გორბაჩოვი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს

მიხეილ გორბაჩოვი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, გაიყვანოს აშშ „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან“, ბირთვულ განიარაღებას საფრთხეს შეუქმნის.

შეთანხმება, რომლიდან გასვლითაც ტრამპი იმუქრება, 1987 წელს გაფორმდა და მას ხელი მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა მოაწერეს.

აშშ-ში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას უკვე დიდი ხანია არღვევს. კერძოდ, ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსეთმა ახალი, საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა Novator 9M729 შექმნა. რომლითაც მოსკოვს ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმა სწრაფად შეძლებს.

რუსეთში ბრალდებას უარყოფენ და აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შემთხვევაში, საპასუხო ზომებს გაატარებენ.

ტრამპის განზრახვა დაგმეს ბერლინშიც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-მა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს მოსალოდნელ შედეგებს, რაც შეთანხმების გაწყვეტის შემდეგ, ევროპისთვის და ბირთვული განიარაღების პროცესისთვის დადგება.

ტეგები