გიორგი ვოლსკი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2018 14:34
გიორგი ვოლსკი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს, დორის ბარნეტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამისთვის საქართველოდან კანდიდატების შერჩევის მიმდინარეობას შეეხო. მხარეებმა ასევე ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების და საქართველოში მიმდინარე პროცესების საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობის მაღალ დონეს, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის ფარგლებში, ყოველწლიურად 15 კვირის განმავლობაში, 42 ქვეყნის 120 სტუდენტი პრაქტიკას გერმანიის ბუნდესტაგში გადის. საპარლამენტო სტიპენდიით საქართველოდან ოთხი სტუდენტი სარგებლობს.

გიორგი ვოლსკის და დორის ბარნეტის შეხვედრას ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, ჰერბერტ გრისჰოპი და საქართველოს პარლამენტის წევრები სოფო კილაძე, ლევან კობიაშვილი და ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.






 

ტეგები