"ბოდიში ბატონ ივანიშვილთან..."- ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2018 15:19
"ბოდიში ბატონ ივანიშვილთან..."- ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია "რუსტავი 2"-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე?

რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს", - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნია და ტვ პირველიდან - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლია მასთან ინტერვიუზე მიიწვია.

ტეგები