წვიმა, ელჭექი, ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2018 16:34
წვიმა, ელჭექი, ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 22 და 24 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

ტეგები