საცხოვრებელი კორპუსიდან შუა ხნის კაცი გადავარდა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 11:04
 საცხოვრებელი კორპუსიდან შუა ხნის კაცი გადავარდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან შუა ხნის კაცი გადავარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე 6 საათზე მოხდა. როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, საქმე სავარაუდოდ სუიციდს ეხება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.