შავ ზღვაში, დაახლოებით, 2400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 12:49

არქეოლოგებმა შავ ზღვაში, დაახლოებით, 2 400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს. 23-მეტრიანი ხომალდი, რომელიც, არქეოლოგების ვარაუდით, ძველბერძნულია, ზღვის ფსკერზე თითქმის დაუზიანებელი აღმოაჩინეს.

The Guardian-ის ცნობით, გემი ზღვის ფსკერზე უვნებლად ჟანგბადის ნაკლებობამ შემოინახა.

არქეოლოგების განმარტებით, გემი, სავარაუდოდ, სავაჭრო იყო და მას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ე.წ. “სირენების ლარნაკზე” გამოსახულ ხომალდს.