თურქეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 14:10
თურქეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო

თურქეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მთლიანად არაბი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს მიუძღვნა და დეტალებიც გაახმაურა. თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით ხაშოჯის მკვლელობა უსასტიკესი მეთოდებითაა ჩადენილი და ამის გაკეთებაც და დამალვაც კაცობრიობის ცნობიერებას ეწინააღმდეგება.

პარალელურად თურქეთის ოპოზიცია ირწმუნება, რომ ჯამალ ხაშოგის ცხედრის ფრაგმენტები კონსულის რეზიდენციის ბაღში, ჭაში იპოვეს. თურქი ექსპერტ-კრიმინალისტები კი საკონსულოს კუთვნილი მანქანის შესამოწმებლად ნებართვას ამ დრომდე ელოდებიან. მანქანა სტამბოლის ერთ-ერთ სადგომზე გუშინ იპოვეს.