კახა კალაძემ ჟურნალისტებს სატელეფონო ჩანაწერი მოასმენინა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 16:37

თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს. მან ჟურნალისტებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც ის მერიის თანამშრომელს ტელეფონით უკავშირდება, ეცნობა, როგორც სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი და ეკითხება, თუ ვის აძლევს ხმას. დასაქმებული მას ეუბნება, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის შემოხაზვას გეგმავს.