24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 22:06
24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სურვილი გაგიჩნდებათ რამე (მაგ., ინტერიერი) შეცვალოთ შინ. მაგრამ მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. ნუ დაარღვევთ ტრადიციებს. პატივი ეცით ნათესავებს. 

კურო

შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მეგობრებს. საღამოს გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. სხვებს ნუ დაავალებთ თქვენი ვალდებულებების მოგვარებას. 

 

ტყუპი

მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ცოტა მკაცრად მოექეცით იმ ადამიანებს, ვისაც თქვენს ხარჯზე სურს ცხოვრება. იმუშავეთ იმ საკითხებზე, პროექტებზე, რომლებსაც თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეგიძლიათ. 

 

კირჩხიბი

გარშემო მყოფების მხარდაჭერასა და ზრუნვას იგრძნობთ. ცოტა რთული დღე ელით ამბიციურ და დამოუკიდებელ ნიშნებს. თქვენს ექსცენტრიკულობას ყველა ვერ დააფასებს. უმჯობესია, ჭირვეულობას მოეშვათ და ტრადიციებს დაუბრუნდეთ. 

 

ლომი

პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპი გეწყებათ. მოემზადეთ, მეტად გამოავლინოთ შრომისუნარიანობა. თუ სულიერი ცხოვრების დაწყება გსურთ, ღირსეული წინამძღვარი იპოვეთ. 

 

ქალწული

მკვეთრად შეგეცვლებათ გეგმები. განსაკუთრებით, აგვისტოში დაბადებულებს. შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტოთ ან ნათესავებთან გაწყვიტოთ ურთიერთობა. 

 

სასწორი

გავლენიან ადამიანებთან მოგიწევთ შეხვედრა და ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. კარგი დღეა ცვლილებებისთვის ქორწინებაში, სახლსა და ბიზნესში. 

 

მორიელი

დღეს წარსულში შესრულებული საქმეებისთვის ჯილდოს, შექებას მიიღებთ. კარგი დღეა კონსულტაციისთვის: იურისტთან, სულიერ პირებთან, მოგზაურებთან. ნუ აღელდებით, თუ დღე დაუგეგმავი სცენარით განვითარდება. 

 

მშვილდოსანი

სასიხარულო მომენტებით აღსავსე დღე გელით. თუმცა, სანერვულოც ბევრი შეგხვდებათ. დღის მნიშვნელოვანი საკითხებია: ინტიმური სფერო, ავანტიურა და ფინანსები. აკონტროლეთ ემოციები. 

 

თხის რქა

მშვიდად დააკვირდით მოვლენებს. ეცადეთ არაფერში ჩაერიოთ და ნაკლებად გამოთქვით თქვენი სუბიექტური აზრი. ნუ განერვიულდებით, თუ პარტნიორი სკანდალის მოწყობას გადაწყვეტს. 

 

მერწყული

ცვლილებებისა და სიახლეების გამო უსიამოვნება და ნერვიულობა გელით. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის, ოჯახსა და კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. 

 

თევზები

წარმატებული დღე გელით. მცირე რისკი და ავანტიურა დასაშვებია. წარმატება ელით სცენაზე გამომსვლელებს და შემოქმედებით ნიშნებს. შეიძლება კონკურენტებმა თქვენთან ალიანსი გადაწყვიტონ.