ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2018 11:03
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობს, ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ). ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) - ბრინჯაოებს.

25 ოქტომბერს მსოფლიოს კონკურენციაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ბუდაპეშტში 23-ში ჩაფრინდა. მედლები 26-28 ოქტომბერს გათამაშდება.

ტეგები