ძიუდოს ფედერაციის არჩევნებზე დავით ქევხიშვილმა კანდიდატურა მოხსნა
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2018 12:38
ძიუდოს ფედერაციის არჩევნებზე  დავით ქევხიშვილმა კანდიდატურა მოხსნა

ძიუდოს ფედერაციის არჩევნების ოფიციალურ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმაც მოხსნა.

კანდიდატურები ასევე მოხსნეს დავით ხახალეიშვილმა, დავით ხახუტაშვილმა და გიორგი ალექსიძემ, შედეგად კი მხხოლოდ ერთ კანდიდატი დარჩა გიორგი ათაბეგაშვილი, რომელიც ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანია.

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.

ტეგები