მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2018 14:02
მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და 78-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რათა დაცვის მხარეს მალხაზ კობაურთან ერთად დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მიეცეს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი, რადგან გვეზღუდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. ჩვენ გვეზღუდება პატიმრის დროებით გამოყვანის შესაძლებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ჩვენ ხვალ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ", - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

მალხაზ კობაურის ადვოკატები ასევე აპირებენ, რომ მოკლული სმიტების ოჯახის წევრებთან ამერიკაში ჩავიდნენ და ისინი გამოკითხონ.

ტეგები