ლევან იზორია თავისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განმარტებას აკეთებს
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2018 15:44
ლევან იზორია თავისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განმარტებას აკეთებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მისი მისამართით ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თავისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განმარტება გააკეთა .

„გუშინ, ინტერვიუს დროს სიცრუის ტელევიზიის ერთ-ერთმა მატყუარა ჟურნალისტმა ბრძანა, თითქოს აღებული მაქვს კრედიტი 700 ათასი დოლარის ოდენობით, სინამდვილეში კი ჩემი საკრედიტო ვალდებულება 145 ათას დოლარია.ჩემი ოჯახის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ მიწის ნაკვეთი შევიძინე, სახლის მშენებლობა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე, იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად 2007-2012 წლებში, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში მოღვაწეობით.

სახლის მშენებლობას 4 წელი დასჭირდა, ის წლებია გაქირავებულია. ამან კრედიტის აღების საფუძველი და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა მომცა. ამით კი ავაშენე სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ. ეს ყველაფერი არის დეტალურად გაწერილი დეკლარაციაში, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია", - განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ გაქირავებით მისი ოჯახი წლიურად 39 000 დოლარს იღებს და ხელშეკრულება 5 წლით აქვს გაფორმებული. 

იზორიამ ასევე განაცხადა, რომ მან სცადა ეს ინფორმაცია ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიეწოდებინა, თუმცა ამ ინფორმაციის გაშუქება ვერ მოხერხდა. 

ტეგები