წყალდიდობა რუსეთში - სტქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო)
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 10:11
წყალდიდობა რუსეთში - სტქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო)

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 380 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. უამინდობი პრობლემები გზებზეც შექმნა. წყალდიდობის გამო 18 სარკინიგზო შემადგენლობა გაჩერდა.

სამაშველო ოპერაციასა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700 ადამიანი და 150-მდე ერთეული ტექნიკაა ჩართული.

ტეგები