მამუკა ბახტაძე - პოლონეთის სეიმის რეზოლუცია მორიგი დემონსტრირებაა იმის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 10:52
მამუკა ბახტაძე - პოლონეთის სეიმის რეზოლუცია მორიგი დემონსტრირებაა იმის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას

პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას“, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლონეთის სეიმის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს პარტნიორების, მეგობრების და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ საკითხში.

„მნიშვნელოვანია, რომ სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მოსახლეობის გატაცების, მკვლელობის და წამების შემთხვევები. პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები