სოფელ ცაცხვში ზუგდიდი-თბილისის მატარებელი კაცს დაეჯახა
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 13:20
სოფელ ცაცხვში ზუგდიდი-თბილისის მატარებელი კაცს დაეჯახა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ზუგდიდი- თბილისის მატარებელი 55 წლის მამაკაცს დაეჯახა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

მამაკაცი 112- ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტეგები