სალომე ზურაბიშვილის ვაჟი დედაზე საუბრისას ატირდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 15:48

"სპორტის სასახლეში" პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა, რომელიც დედაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

​„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა – „დედა“ არის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირია შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ჩვენთის ყოფილიყო ქართული“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
 

ტეგები