ნუგზარ წურწუმია ნახევარფინალშია
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 16:34
ნუგზარ წურწუმია ნახევარფინალშია

ქართველი მოჭიდავე, ნუგზარ წურწუმია ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანს 40 წამში 8:0 დაამარცხა.

მეოთხედფინალამდე ქართველმა რუს სპორტსმენს ვასილ ტოპოევს მოუგო. ნუგზარ წურწუმია დღის პირველ შეხვედრაში ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს დაუპირისპირდა და მეტოქეს 6:1 მოუგო.
 

ტეგები