სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 20:36
სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა. სოფიო ქაცარავამ ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამოცანები, ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის დინამიკა და ქვეყნის შიდა რეფორმების დღის წესრიგი გააცნო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაკარგული ტერიტორიების საკითხი და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული სიტუაცია.

„ჩვენ ევროპული მისწრაფებების და ღირებულებების ქვეყანა ვართ, ვატარებთ დემოკრატიულ რეფორმებს და ვაძლიერებთ ევროკავშირთან ჩვენს კავშირებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. 

ტეგები