ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 26 / 10 / 2018 12:03

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს, რამაც სარალიძე გააღიზიანა და სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა.

Imedinews-ის ინფორმაციით, სარალიძე სამართალდამცველებმა წაიყვანეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის დააკავეს თუ შემთხვევის ადგილს გაარიდეს.