ექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ამობეჭდვა · 27 / 10 / 2018 12:47
ექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგ კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ამ ეტაპზე პაციენტს კლინიკაში მკურნალობა სჭირდება.

„პაციენტს მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკაში გაუარესების გარეშე. გლიკენის ციფრები ნორმის ფარგლებს უახლოვდება. ჯერ მკურნალობის სტაციონარულ პირობებში გაგრძელება სჭირდება და ამიტომ კლინიკაში დარჩება. სარალიძე შემოვიდა გლიკენის მაღალი ციფრებით, იყო ზოგადი საერთო სისუსტე“, – განაცხადა ექიმმა.

სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ზაზა სარალიძე გუშინ დააკავეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტეგები