„აქციები გაგრძელდება და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
ამობეჭდვა · 27 / 10 / 2018 13:19
„აქციები გაგრძელდება და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში გრძელდება. შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს, რის გამოც ადგილზე ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მისი და ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობებში დამნაშავეები არ დაისჯებიან.

„ჩვენ შევეცდებით, ყველა ძალა, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რავ გაგვაჩნია, რაც ხალხს გააჩნია, რომ მივმართოთ ყველას, რომ სარალიძე იქნას გათავისუფლებული. დღეიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, აქციები გაგრძელდება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ტეგები