„ამ არჩევნებით “ოცნების” გაყოფა დაიწყება და “ნაცმოძრაობის” გაყოფა დასრულდება“ - დავით უსუფაშვილი
ამობეჭდვა · 27 / 10 / 2018 15:46
„ამ არჩევნებით “ოცნების” გაყოფა დაიწყება და “ნაცმოძრაობის” გაყოფა დასრულდება“ - დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი ამომრჩევლებს მიმართავს:

“ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ვიცით არჩევნების პოლიტიკური შედეგი. ამ არჩევნებით “ოცნების” გაყოფა დაიწყება და “ნაცმოძრაობის” გაყოფა დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნების ფინიშით საპარლამენტო არჩევნების სასტარტო პოზიციები გაირკვევა. ამიტომ, ხმის მიცემისას ვიფიქროთ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელითაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამჯერად მანკიერი სისტემა უნდა შევცვალოთ და არა ამ სისტემაში მყოფი ადამიანები.

მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. მე ვთხოვ ყველა ამომრჩეველს, ხმა მომცეს არა მე, არამედ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემსას ემთხვევა. ვთხოვ ყველას, ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. მე საარჩევნო მოწყალების მისაღებად არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე ხელს პარტნიორული შეთანხმების გასაფორმებლად ვუწვდი თანამოქალაქეებს. საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობა, ვინაობა და რაობა განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯების წარმატებას. ს აარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და არ გაცემით იგი უკვალოდ იკარგება.

ნაძალადევად მიცემული ხმაც იკარგება. ნაყიდი ხმაც იკარგება. მხოლოდ გულისა და გონების კარნახით მიცემული ხმა არ იკარგება, რადგან იგი ასეთივე ხმებს შეერევა და თანამოაზრეებს გააძლიერებს. ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით – ხვალ ჩვენი თავი ჩვენადვე ვიყუდნოთ და ჩვენი ხმა რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს“.

ტეგები