„დავალიანების გადახდა დაიწყო, შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა“ - კახა კალაძე ომეგა ჯგუფზე
ამობეჭდვა · 27 / 10 / 2018 15:55
„დავალიანების გადახდა დაიწყო, შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა“ - კახა კალაძე ომეგა ჯგუფზე

"კომპანიამ დაიწყო იმ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, რაც ჰქონდა. თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი და შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა,“ - დედაქალაქის მერი კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" წარმოების განახლებას ასე გამოეხმაურა.

"საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, კომპანიამ დაიწყო. თუ არ ვცდები რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი. შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა. ჩვენთვის ბიზნესი მნიშვნელოვანია, ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქვეყანაში ქმნის კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანებს ასაქმებს. ის მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას აქვს ბიზნესის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას", - განაცხადა კალაძემ.

"ომეგა ჯგუფმა" ხელისუფლებასთან შეთანხმება მიაღწია, რის საფუძველზეც ოჯთ-ს ფაბრიკამ მუშაობა განაახლა.

ტეგები