მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში იმღერებენ
ამობეჭდვა · 27 / 10 / 2018 22:35
მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში იმღერებენ

13 ნოემბერს ქართველი მომღერლების მონაწილეობით მოსკოვში კონცერტი იგეგმება. ამის შესახევ “ვეგას სითი ჰოლის” ოფიციალურ გვერდზე წერია. ეს ის საკონცერტო დარბაზია, სადაც ქართველი და რუსი მომღერლების მონაწილეობით კონცერტია დაგეგმილი.

აფიშის მიხედვით, კოცერტში, სახელწოდებით “ქართული მუსიკის საღამო”, მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, ბესო კალანდაძე, გია სურამელაშვილი და ანსამბლი “ქართული ხმა” თამთა ცქვიტავასთან ერთად. კონცერტს ასევე შეუერთდებიან თამარ გვერდწითელი, დიანა ღურცკაია და ბესო კალანდაძე.

“პირველად თანამედროვე ისტორიაში, ვარსკვლავთა ასეთი კომპოზიცია ქართველი მომღერლების შემადგენლობით ერთ სცენაზე მოიყრის თავს”, – ვკითხულობთ კონცერტის ანონსში.

წყარო: ნეტგაზეთი
 

ტეგები