იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება - პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 10:04
იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება - პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩვევანი გააკეთა.

„ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება“- ბრძანა უწმინდესმა ხმის მიცემის შემდეგ.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

ტეგები