ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას - პრემიერმა საკუთარი არჩევანი გააკეთა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 10:17
ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას - პრემიერმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მამუკა ბახტაძე დიდუბის მერვე საარჩევნო ოლქში, 23-ე ბაგა-ბაღში გახსნილ საარჩევნო უბანზე იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხმა ქვეყნის განვითარებას მისცა.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს, მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს. განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.

ტეგები