ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატო - ლევან იზორია
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 10:23
ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატო - ლევან იზორია

საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიამ ხმა ვაკის მეორე ოლქის, მეორე საარჩევნო უბანზე მისცა.

„ქვეყნის მთავარსარდლის არჩევნებში ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატოს, უფრო მეტი გაკეთდება სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის გასაძლიერებლად“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.
 

ტეგები